შოუ ზამთარში წავა?
Aa
Aa

შოუ ზამთარში წავა?

The Sun-ის მიერ გავრცელებული ცნობით, დიდი ალბათობაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" უკანახაზელმა ლიუკ შოუმ გუნდი ზამთარში იჯარის წესით დატოვოს.

მარცხენა მცველმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მას სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს.

რაც შეეხება მოურინიოს, პორტუგალიელი სპეციალისტი ფეხბურთელს იჯარის წესით წასვლის ნებას დართავს.

მეორე მხრივ, იმავე The Sun-ის ინფორმაციით, ზამთარში მეორე მანჩესტერული კლუბი "სიტი", "საუთჰემპტონის" მარცხენა მცველ რაიან ბერტრანს 30 მილიონ ფუნტად შეიძენს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში გუარდიოლამ გუნდის ახალწვეული და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ბენჟამინ მენდი დიდი ხნით დაკარგა.

ბერტრანი სწორედ მენდის შემცვლელად განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები