Aa
Aa

"არსენალმა" იოზილის შემცვლელი უკვე იპოვა

Goal-ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალმა“ მესუთ იოზილის შემცვლელს მიაგნო.

როგორც ცნობილია, გერმანელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მეთოფეების“ დატოვებას გეგმავს და სავარაუდოდ, კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, „არსენალი“ „ლიონის“ ფრანგი შემტევის ნაბილ ფეკირის შეძენას გეგმავს.

24 წლის ფეკირი წლევანდელ სეზონში „ლიონის“ ლიდერად ითვლება და ფრანგები მის გაშვებას მარტივად არ დათანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ ნაბილ ფეკირი „ლიონის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 126 მატჩში, 44 გოლი და 32 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები