კვირკველიას მორიგი აღიარება რუსეთის პრემიერლიგაში!
Aa
Aa

კვირკველიას მორიგი აღიარება რუსეთის პრემიერლიგაში!

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი სლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის ტურის საუკეთესო მცველი გახდა.

Realnoevremya-მ მე-15 ტურის შემდეგ, განვლილი სეზონი შეაჯამა და საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით გამოავლინა.

კვირკველიას მთავარი კონკურენტი იტალიელი დომენიკო კრიშიტო იყო, თუმცა ქართველმა მცველმა უფრო მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კვირკველიამ წლევანდელ სეზონში „ლოკომოტივის“ მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი რუსეთის პრემიერლიგას 32 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ზენიტს“ 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები