Aa
Aa

"ბარსელონამ" ლუის სუარესის შემცვლელს მიაგნო!

ლუის სუარესი წლევანდელ სეზონში საკმაოდ მძიმედ გამოიყურება და გოლები ფაქტიურად ვერ გააქვს.

ეპსანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერნესტო ვალვერდე ურუგვაელი ფორვარდით უკმაყოფილოა და მისი შემცვლელის ძიებაშია.

Mirror-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი გერმანიაში იმყოფება და რამდენიმე მოთამაშეს აკვირდება. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ფერნანდესი "ბაიერნისა" და "ლაიპციგის" მატჩს დაესწრო.

"ბარსას" სპორტული დირექტორის დაკვირვების ობიექტი ტიმო ვერნერი გახლდათ. ამ ინფორმაციას ესპანური Mundo-ც ადასტურებს და წერს, რომ ლუის სუარესის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ 21 წლის გერმანელი ფორვარდია.

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელებს ჰარი კეინის გადმობირებაც სურთ, მაგრამ ინგლისელის გაფორმება 200 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდებათ, რაც ტრანსფერის ალბათობას ამცირებს. ზოგადად, კეინით უამრავი გრანდი ინტერესდება და ამ ეტაპზე წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია.

"ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მინიმუმ 2-3 მოთამაშის დამატებას გეგმავს. ვალვერდემ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა. ბასკი სპეციალისტი ამჟამინდელი შემადგენლობით უკმაყოფილოა და ამ საკითხზე ხელმძღვანელებთან უკვე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ტიმო ვერნერი "ლაიპციგის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 46 მატჩში 28 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა. მას, გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. ვერნერმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 8 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ ვერნერის შეძენის სურვილს "რეალიც" გამოთქვამს, თუმცა მადრიდელთათვის მისი ტრანსფერი პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

დიდი ალბათობით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტიმო ვერნერი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფორვარდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები