იტალიური პრესა: ედერი
Aa
Aa

იტალიური პრესა: ედერი "ინტერთან" გაახანგრძლივებს!

იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანის „ინტერი“ თავის შემტევ ედერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს.

მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ისინი ხელშეკრულებას 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებენ.

როგორც ცნობილია, ედერს რუსული „ზენიტის“ თავკაცი რობერტო მანჩინი ეპატიჟება, თუმცა Tuttosport-მა დღეს დაწერა, რომ 30 წლის ფეხბურთელი „ნერაძურის“ არ დატოვებს და მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ედერი „ინტერში“ 2016 წლის ზაფხულში გენუის „სამპდორიადან“ გადავიდა და წინა სეზონში 10 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები