Aa
Aa

"ტოტენჰემმა" "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი სერია დაუსრულა

"ჟირონასთან" მარცხის შემდეგ, მადრიდის "რეალმა" მორიგი შეხვედრა ემპჩიონთა ლიგაზე დათმო. სამეფო კლუბი "უემბლიზე" "ტოტენჰემთან" უშანსოდ დამარცხდა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა "რეალს" შესანიშნავი სერია დაუმთავრა. "ბლანკოსს", გუშინდელ შეხვედრამდე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 30 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

2012 წლის 24 ოქტომბერს "დორტმუნდთან" 2-1-ის წაგების შემდეგ, "ტოტენჰემი" პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ბოლო 5 წელიწადში "რეალის" დამარცხება შეძლო.

გუშინდელი მატჩის შემდეგ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ H ჯგუფს პოჩეტინოს გუნდი მოიგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები