Aa
Aa

"აიაქსისა" და "ვიტესის" ყოფილი ფეხბურთელი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამსტერდამის „აიაქსის“, არნემის „ვიტესისა“ და განის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აბუბაკარ იაკუბუ 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფრომაცია განის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

იაკუბუ გაურკვეველი დაავადების გამო, საავადმყოფოში ორშაბათს მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აბუბაკარ იაკუბუ ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი იყო და „აიაქსში“ 1999-2005 წლებში თამაშობდა, ხოლო 2005-დან 2009 წლამდე „ვიტესის“ ღირსებას იცავდა. მას განის ნაკრებში 2002-2006 წლებში 16-ჯერ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები