ისტორიაში პირველად -
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - "მანჩესტერ იუნაიტედის" მორიგი რეკორდი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი მოიგო. მოურინიოს გუნდმა ლისაბონის "ბენფიკას" 2-0 სძლია და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

"წითელმა ეშმაკებმა" გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. "მანკუნიანელები" არსებობის ისტორიაში პირველად, "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ 38 შეხვედრაა არ მარცხდებიან.

27 მოგება და 11 ფრე - ასეთია მათი მონაგარი. პრემიერლიგის მომდევნო ტურში, "იუნაიტედი" "ნიუკასლს" უმასპინძლებს და თავიანთი რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს შეგირდები 10 ტურის შემდეგ, 23 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერ "სიტის" 5 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები