Aa
Aa

"პსჟ" "ინტერს" საინტერესო გაცვლას სთავაზობს

ფრანგული TF1-ის ცნობით, „პსჟ“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ინტერთან“ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავს.

პარიზელებს სურთ, რომ იტალიელთა პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო მარიო თავიანთ რიგებში იხილონ. სანაცვლოდ კი მზად არიან, „ინტერს“ ლუკას მოურა, ან ხავიერ პასტორე დაუთმონ.

უნაი ემერი, მოურასა და პასტორეს ძალიან მცირე სათამაშო დროს უთმობს. როგორც, ჩანს მათი გუნდიდან აბარგება მხოლოდ დროის საკითხია.

მხარეები მოლაპარაკებების დაწყებას იანვრიდან გეგმავენ და დიდი ალბათობით, ბარტერი უნდა შედგეს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ  „პსჟ“ თავის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ფელიპე კოუტინიოს ასახელებს. თუმცა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა უკვე საჯაროდ დაადასტურა, რომ მას მხოლოდ „ბარსელონაში“ ასპარეზობა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები