რა ვითარებაა
Aa
Aa

რა ვითარებაა "ბაიერნში" "სელტიკთან" მატჩის წინ

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგაზე „სელტიკთან“ გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს.

შაბათს „ლაიპციგთან“ მატჩის დროს ლევანდოვსკიმ ბარძაყის კუნთი დაიზიანა და როგორც ჩანს ტრავმა არც თუ ისე მსუბუქია. „რეკორდმაისტერის“ მედშტაბის გადაწყვეტილებით პოლონელი ფეხბურთელი მიუნხენში დარჩება და მკურნალობას გააგრძელებს.

ჰაინკესს არ სურს, რომ გარისკოს და ეს სწორიცაა.  გლაზგოში გასამართი მატჩისთვის გუნდს კარგი სიახლეებიც აქვს. განაცხადს დაუბრუნდა კინგსლი კომანი, რომელსაც მცირე დისკომფორტის გამო რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუხდა.

აქვე გეტყვით, რომ „ბაიერნს“ უახლოეს შეხვედრაში ლევანდოვსკის გარდა, ნოიერი, რიბერი, მიულერი და ბერნატი დააკლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები