Aa
Aa

"მანჩესტერი" მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის

"მანჩესტერ იუნაიტედი" მორიგი ტრანსფერის გასაჩარხად ემზადება. ჟოზე მოურინიოს განაპირა მცველის დამატება სურს და სასურველი კანდიდატიც შეარჩია.

Express-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" "პსჟ"-ს ბელგიელი მარჯვენა მცველის ტომას მუნიეს შეძენას ცდილობენ.

ტრანსფერით დაინტერესებული თავად ჟოზე მოურინიოა. პორტუგალიელ სპეციალისტს მუნიეს სათამაშო სტილი ძალიან მოსწონს და მის გადმობირებას 30 მილიონ ფუნტად გეგმავს.

დანი ალვეშის შეძენის შემდეგ, მუნიეს სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირდა და ამ ფაქტის გათვალისწინებით "მანკუნიანელებს" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების იმედი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბელგიელი განაპირა მცველი პარიზელებს 2016 წელს შეუერთდა. მის ანგარიშზე 43 მატჩში 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები