ფედერერმა კარიერაში 95-ე ტიტული მოიგო
Aa
Aa

ფედერერმა კარიერაში 95-ე ტიტული მოიგო

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში თავისი 95-ე ტიტული მოიგო.

ფედერერმა აღნიშნული მაჩვენებლით ივან ლენდლს გადაასწრო, რომლის აქტივშიც ATP-ს 94 მოგებული ტურნირია. როჯერზე წინ, 109 მოგებული ტიტულით ჯიმი კონორსია.

„მაესტრომ“ მშობლიურ ბაზელის ტურნირზე იმარჯვა, რომლის ფინალურ მატჩშიც ხუან მარტინ დელ პოტროს დაძაბულ ბრძოლაში 6:7 6:4 6:3 აჯობა.

როჯერ ფედერერმა ამ გამარჯვებით დაახლოებით 400 ათასი ევრო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები