ვოზნიაცკიმ წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო
Aa
Aa

ვოზნიაცკიმ წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

სინგაპურში გამართული ქალ ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელი ტურნირი კაროლინ ვოზნიაცკიმ მოიგო.

27 წლის დანიელმა ვარსკვლავმა ფინალურ შეხვედრაში ვეტერანი ამერიკელი ვენუს უილიამსი 2 სეტში - 6:4 6:4 დაამარცხა.

პირველი სეტი მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და მისი ბედი მე-10 გეიმში გადაწყდა, როცა ვოზნიაცკიმ მეტოქის მოწოდების აღება და სეტის თავის სასარგებლოდ დასრულება შეძლო.

მეორე სეტის პირველი ნაწილი დანიელის სრული უპირატესობით წარიმართა და ის 5:0 დაწინაურდა, თუმცა უილიამსმა მატჩისთვის ინტრიგის დაბრუნება ზედიზედ 4 მოგებული გეიმით შეძლო.

ამერიკელს 5:4-ზე საკუთარი მოწოდების აღებით, ანგარიშის გათანაბრების საშუალება ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვოზნიაცკიმ ძალები მოიკრიბა და თამაში 2 სეტში დაამთავრა.

კაროლინ ვოზნიაცკიმ წლის შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები