10 წლის შემდეგ
Aa
Aa

10 წლის შემდეგ "მილანმა" ანტირეკორდი გაიმეორა

სერია A-ს მე-11 ტურში "მილანი" "სან სიროზე" ტურინის "იუვენტუსთან" 0-2 დამარცხდა.

ვინჩენცო მონტელას გუნდი წლევანდელ სეზონშიც ძალიან სუსტად გამოიყურება. "როსონერი" ამ წუთისთვის მე-8 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა დიდი შანსია, რომ დღევანდელი შეხვედრების შემდეგ კიდევ უფრო ქვემოთ აღმოჩნდეს.

"მილანმა" უკვე ანტირეკორდის გამეორებაც მოახერხა. 2007 წლის შემდეგ, მათ პირველად "შეძლეს" და ზედიზედ სამ საშინაო შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანეს.

2007 წლის სეზონში, როცა ხსენებული ანტირეკორდი დაფიქსირდა, "როსონერიმ" სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა. საინტერესოა, თუ რომელ პოზიციაზე იქნება მონტელას გუნდი წლევანდელი სეზონის ბოლოს...

"მილანს" მომდევნო საშინაო მატჩის გამართვა "ტორინოსთან" უწევს, რომელიც 26 ნოემბერსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები