პრემიერლიგის დაარსებიდან პირველად!
Aa
Aa

პრემიერლიგის დაარსებიდან პირველად! "სიტის" უნიკალური მაჩვენებელი

ინგლისის პრმეიერლიგის მე-10 ტურში, "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ვესტ ბრომვიჩს" 3-2 სძლია და ლიდერობა გაიმყარა.

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერლიგა იმ ფორმატით, როგორსაც დღეს ვუყურებთ 1992 წელს დაარსდა და მას შემდეგ, საწყის 10 ტურში შესაძლებელი 30 წულიდან 28 არავის აუღია.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ეს მოახერხა და ისინი რეკორდსმენები არიან. "ქალაქელებმა" უკვე ზედიზედ მერვედ გაიმარჯვეს. ისინი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან, რაზეც მათი ბურთების ბალანსიც მეტყველებს - 35-6-ზე.

"მანჩესტერ სიტი" თავის უახლოეს მდევარს "იუნაიტედს" 5 ქულით უსწრებს და პრემიერლიგას სათავეში ერთპიროვნულად უდგას. პეპის შეგირდები მომდევნო ტურში ლონდონის "არსენალს" უმასპინძლებენ და პირველი ადგილის კიდევ უფრო გამყარებას შეეცდებიან. თუ, ისინი არსენ ვენგერის გუნდს დაამარცხებენ, დიდი იქნება იმის შანსი, რომ პარალელურად "ჩელსისთან" მოთამაშე "წითელმა ეშმაკებმა" ქულები დაკარგონ და გვარდიოლა მოურინიოს კიდევ უფრო გაექცევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები