მარტინა ჰინგისი ჩოგბურთიდან კიდევ ერთხელ მიდის
Aa
Aa

მარტინა ჰინგისი ჩოგბურთიდან კიდევ ერთხელ მიდის

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი მარტინა ჰინგისი კარიერის დასრულებას, შემაჯამებელი ტურნირის დასრულების შემდეგ აპირებს.

ჰინგისი აქამდე ჩოგბურთიდან ორჯერ 2003 და 2007 წლებში წავიდა, თუმცა საყვარელ საქმიანობას ორივე შემთხვევაში დაუბრუნდა.

„ვფიქრობ, ეს საბოლოოდ ხდება. ახლა განსხვავებული სიტუაციაა და არ მგონია, დაბრუნებაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდე.

განვლილი სეზონის შემხედვარე, წასვლისთვის იდეალური დრო სწორედ ახლაა. მირჩევნია, ეს კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფმა გავაკეთო, მაშინ როცა კორტზე ტოპ კლასის ჩვენება კიდევ შემიძლია.

უკეთეს დასასრულს ვერც ვინატრებდი“.

მარტინა ჰინგისი 37 წლისაა და ბოლო წლებში წყვილთა შორის სუპერწარმატებულად ასპარეზობს.

კარიერის საწყის წლებში მას „დიდი სლემის“ 5 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის სამი, 1997 წლის სეზონში. ამავე სეზონში ჰინგისმა „საფრანგეთის ღია პირველობის“ ფინალი წააგო, რის გამოც სეზონური სლემის შესრულებამდე მცირედი დააკლდა.

ჰინგისს ერთეულთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგნის წოდება 209 კვირის მანძილზე ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები