როგორც იქნა! მომდევნო სეზონიდან ვიდეო რეფერის ლა ლიგაც გამოიყენებს
Aa
Aa

როგორც იქნა! მომდევნო სეზონიდან ვიდეო რეფერის ლა ლიგაც გამოიყენებს

ბოლო წლებმა ნათლად დაგვანახა, რომ ფეხბურთის მომავალი ვიდეო ტექნოლოგიებს უკავშირდება. ვიდეო რეფერი არის ის, რაც ფეხბურთში ყველა დონეზე უნდა დაინერგოს.

წლევანდელ სეზონში, დიდი ჩემპიონატებიდან მხოლოდ ესპანეთის ლა ლიგა დარჩა სადაც ვიდეო რეფერი არ გამოიყენება

დღეს, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხუან ლუის ლარეამ SKy Sport-თან საუბრისას განაცხადა, რომ ვიდეო ტექნოლოგია ესპანეთის ჩემპიონატში 2018-19 სეზონის დასაწყისში დაინერგება.

"ვიდეო ტექნოლოგიას პრიმერა დივიზიონში მომდევნო სეზონის დასაწყისში ვიხილავთ. ეს სიახლე ფეხბურთში ახლა ინერგება და გვმართებს, რომ სიახლეებს ფეხი ავუწყოთ".

როგორც ხედავთ, მომდევნო სეზონი ლა ლიგაში ბევრად საინტერესო, სამართლიანი და დაძაბული იქნება, რადგან ზოგიერთი შეცდომა, რომელიც ზოგჯერ მატჩის ბედს წყვეტდა, აღარ განმეორდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები