როისი დაიღალა და
Aa
Aa

როისი დაიღალა და "დორტმუნდიდან" მიდის

„დორტმუნდის“ გერმანელი შემტევი მარკო როისი კარიერის გაგრძელებას ევროგრანდში გეგმავს.

28 წლის ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამეს და ეს გადწყვეტილებაც სწორედ ამის გამო მიიღო. როისს „ბორუსიასთან“ კონტრაქტის ვადა 2019 წლის 31 მაისს ეწურება და მის გახანგრძლივებას აღარ გეგმავს.

თუ, რომელ ჩემპიონატში სურს მას გადაბარგება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ.

ბოლო წლებში, როისი თითქმის სულ ტრავმირებულია და გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს. ამ მხრივ, ის ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ მარკო როისი “დორტმუნდის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 189 შეხვედრაში 89 გოლი და 61 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები