კულიბალისთვის ბრძოლაში
Aa
Aa

კულიბალისთვის ბრძოლაში "ბარსელონაც" ჩაერთო

იტალიური "ნაპოლის" სენეგელელი ცენტრლური მცველი კალიდუ კულიბალი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უკანახაზელია.

მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს და როგორც იწერება, ამიერიდან მათ რიგებს კატალონიის "ბარსელონაც" შეუერთდა.

"ნაპოლი" კულიბალის 50 მილიონ ევროდ აფასებს და მის გაშვებას ნაკლებ თანხად არ აპირებს.

ნეაპოლიტანელთა უპირატესობაა, რომ მათ კულიბალისთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ.

აფრიკელმა მცველმა "პარტენოპეისთან" ხელშეკრულება სექტემბერში გაახანგრძლივა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის იტალიის სამხრეთში თავს ბედნიერად გრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები