2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დასახელდა
Aa
Aa

2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დასახელდა

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, "ფიფას" მიერ ორგანიზებული the best-ის სახელობის ცერემონია ჩატარდა, რომელმაც სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები გამოავლინა. მათ შორის, წლის საუკეთესო მწვრთნელისაც.

ნომინაციაში წარდგენილნი მასიმილიანო ალეგრი, ანტონიო კონტე და ზინედინ ზიდანი იყვნენ.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელა.

ფრანგმა სპეციალისტმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო. მან ჯილდო წინა წლის გამარჯვებულ კლაუდიო რანიერისგან მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები