2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა
Aa
Aa

2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, "ფიფას" მიერ ორგანიზებული the best-ის სახელობის ცერემონია ჩატარდა, რომელმაც სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები გამოავლინა. მათ შორის, წლის საუკეთესო ფეხბურთელისაც.

აღნიშნული ჯილდოსთვის კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და ნეიმარი იბრძოდნენ.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მეხუთედ მოიგო და ამ კუთხით ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები