Aa
Aa

"თუ პრობლემა მე ვარ"... - რა მოხდა "მილანის" გასახდელში?..

წამყვანი იტალიური გამოცემები - Gazzetta dello Sport და La Repubblica "მილანის" გასახდელში მომხდარ ამბავს ასაჯაროებენ.

როგორც იწერება, 24 სექტემბერს, "სამპდორიასთან" 2:0 წაგებული შეხვედრის შემდეგ, მილანელთა გასახდელში ინციდენტი მოხდა. 

გუნდის კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ, თანაგუნდელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა - "თუ პრობლემა მე ვარ, სამკლაური აქაა".

ამის შემდეგ ბონუჩიმ საკაპიტნე მოიხსნა და სცადა, რომ ის იქვე მდგარ რიკარდო მონტოლივოსთვის გაეკეთებინა, რომელიც ბონუჩი მისვლამდე "როსონერის" კაპიტანი იყო.

მონტოლივომ საკაპიტნის დაბრუნებაზე, ბონუჩის უარი უთხრა.

იტალიურ პრესაში გავრცელდა კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმადაც, რიკარდო მონტოლივოს მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელასთან ცუდი დამოკიდებულება აქვს და მათ ერთ-ერთი ვარჯიშისას შელაპარაკებაც მოუვიდათ.

გარდა ამისა, დაიწერა ისიც, რომ მონტელა "მილანის" კიდევ ერთ ლიდერ ჯაკომო ბონავენტურასაც წაეჩხუბა.

ერთი სიტყვით, "მილანის" შიდა სამზარეულოში დიდი არეულობაა და წესით, კლუბი მან უნდა დატოვოს, ვისაც იქ სიტუაციის დალაგება ევალება და ბოლო დროს ეს საქმე აშკარად არ გამოსდის.

აქტიურად იწერება პაულო სოუზასა და ჯენარო გატუზოს კანდიდატურებზე...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები