წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მბაპე გახდა
Aa
Aa

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მბაპე გახდა

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზისთვის გაბრიელ ჟესუში, უსმან დემბელე და კილიან მბაპე იბრძოდნენ.

საბოლოო გამარჯვება მბაპეს დარჩა, რომელსაც მხარი 291-მა სპორტულმა ჟურნალისტმა დაუჭირა, მეორე ადგილზე გასულ დემბელეს 149 ხმა ერგო, ჟესუშმა კი 72 ხმა მიიღო.

საუკეთესო ათეულში ჯანლუიჯი დონარუმა, მარკუს რაშფორდი, კრისტიან პულიშიჩი, კასპერ დოლბერგი, ემრე მორი, ფედერიკო კიეზა და როდრიგო ბენტანკური მოხვდნენ.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული გამოკითხვა მსოფლიოს მასშტაბით სპორტულ ჟურნალისტებს შორის ტარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები