დიბალამ ალეგრის აგინა
Aa
Aa

დიბალამ ალეგრის აგინა

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის მატჩში, "უდინეზესა" და "იუვენტუსს" შორის, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

შეხვედრის 67-ე წუთზე სტუმართა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ, პაულო დიბალა შეცვალა, რომელიც ამით, ტრადიციულად, უკმაყოფილო დარჩა და მთავარი მწვრთნელის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოთქვა.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ დიბალამ ალეგრის შეაგინა და ამისთვის "იუვენტუსი" არგენტინელის დასჯას აპირებს.

პირველი შემთხვევა არაა, როცა დიბალა ალეგრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. მან გასული სეზონის ერთ-ერთი მატჩისას, შეცვლის შემდეგ, მთავარ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები