Aa
Aa

ჯოვინკომ MLS-ის მატჩისას ლუდი დალია

ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) 34-ე ტურის შეხვედრაში, "ატლანტამ" საკუთარ მოედანზე "ტორონტო" მიიღო და ფრე 2:2 ითამაშა.

მატჩის მე-60 წუთზე საინტერესო ფაქტი მოხდა. მაშინ, როცა "ტორონტოს" ფორვარდმა ჯოზი ალტიდორმა ანგარიში 1:1 გახადა, მისმა იტალიელმა თანაგუნდელმა სებასტიან ჯოვინკომ, გოლის აღნიშვნისას ლუდი დალია.

მოგვიანებით ჯოვინკომ გოლის გატანა თავადაც შეძლო, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ტორონტო" აღმოსავლეთ კონფერენციას 69 ქულით ლიდერობს და ფლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები