აგუერო
Aa
Aa

აგუერო "სიტის" საგოლე რეკორდს გაუთანაბრდა

პრემიერ ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში "სიტიმ" "ბარნლი" 3:0 დაამარცხა და უახლოეს მდევარ "მანჩესტერ იუნაიტედს" 5 ქულით დაშორდა.

თამაშის 30-ე წუთზე "ბარნლის" კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი, გოლად სერხიო აგუერომ აქცია, რომელმაც "ქალაქელთა მაისურით" თავისი 177-ე გოლი გაიტანა.

აგუერო კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ერიკ ბრუკს გაუთანაბრდა, რომელიც მანჩესტერული კლუბის ღირსებას 1928-39 წლებში იცავდა.

29 წლის არგენტინელ ფორვარდს რეკორდის დასამხობად 6 წელი დასჭირდა. იგი "სიტის" რიგებში 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა.

სერხიო აგუეროს, ბრუკის გადასწრების შანსი, ინგლისის ლიგის თასზე, "ვულვზთან" 24 ოქტომბერს გასამართი მატჩისას ექნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები