ტიმო ვერნერმა ოცნების კლუბი დაასახელა
Aa
Aa

ტიმო ვერნერმა ოცნების კლუბი დაასახელა

გერმანული "ლაიფციგის" უნიჭიერესმა ფორვარდმა ტიმო ვერნერმა, პრესასთან საკუთარი ოცნების გუნდის შესახებ ილაპარაკა და მცირე კომენტარი საკუთარ მომავალზეც გააკეთა.

"ნებისმიერი ბავშვს, რომელიც ფეხბურთს თამაშობს, ოცნების გუნდი ჰყავს. მე ბავშვობაში ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედში" მოხვედრაზე ვოცნებობდი. 

ისინი ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიოდნენ, ბავშვი კი იმას გულშემატკივრობს, ვინც იგებს.

ჩვენ გვინდა ტიტულები მოვიგოთ, თუმცა პირადად მე, არ ვიცი, მომავალში რამდენად "ლაიფციგში" ვიქნები. ასე რომ, ტიტულის წელს მოგება იდეალური ვარიანტი იქნებოდა". 

ტიმო ვერნერი 21 წლისაა და მას "ლაიფციგთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები