დანი ალვეში
Aa
Aa

დანი ალვეში "მარსელთან" ვერ ითამაშებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურის მთავარი მატჩი, მარსელში, "ველოდრომზეა", რომელიც "მარსელისა" და "პარი სენ ჟერმენის", ფრანგულ "კლასიკოდ" წოდებულ შეხვედრას უმასპინძლებს.

პარიზული კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, "მარსელთან" შეხვედრაში, საკუთარი გუნდის დახმარებას, დანი ალვეში ვერ შეძლებს.

როგორც ირკვევა, ალვეშს მცირე ტრავმა აქვს და უნაი ემერი მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს და ძირითად შემადგენლობაში, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ტომას მუნიე ითამაშებს.

მცირე ტრავმა აქვს ტიაგო სილვასაც და ის სავარაუდო შემადგენლობაში არ მოიაზრება.

"პსჟ" ლიგა 1-ს 25 ქულით ლიდერობს, მას 3 ქულით "მონაკო" ჩამორჩება, ხოლო "მარსელი" 17 ქულით, მე-4 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები