ზიდანმა ოდრიოსოლას ტრანსფერი შეუკვეთა
Aa
Aa

ზიდანმა ოდრიოსოლას ტრანსფერი შეუკვეთა

მადრიდული Marca-ს ცნობით, ზინედინ ზიდანი "რეალის" ხელმძღვანელობას შეხვდა და სხვა თემებთან ერთად, ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერის შესახებ ესაუბრა.

ბასკური "რეალ სოსიედადის" 21 წლის განაპირა მცველს, "სამეფო კლუბთნა" ზაფხულშიც აკავშრებდნენ და დანი კარვახალის ჯანმრთნელობის პრობლემების შემდეგ, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

Marca წერს, რომ ზიდანმა ტრანსფერზე ამუშავება დაუყოვნებლივ მოითხოვა, რადგან ოდრიოსოლას მსურველები არ აკლია და მისი გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 40 მილიონი ევროა.

ალვარო ოდრიოსოლამ "სოსიედადის" ძირითად გუნდში პირველად იანვარში ითამაშა და მას შემდეგ არნახული პროგრესი განიცადა. მან მიწვევა ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებისგან მიიღო, მოგვიანებით კი ეროვნულ ნაკრებშიც უხმეს და 6 ოქტომბერს, ალბანეთის წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში 90 წუთი ათამაშეს, რითაც "ფურია როხაში" მისი ნათლობა შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები