Aa
Aa

ალონსომ და მაკლარენმა გაახანგრძლივეს

ესპანელმა მრბოლელმა ფერნანდო ალონსომ მაკლარენთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და 2018 წელსაც მასთან ერთად იასპარეზებს.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ამ საკითხზე მცირე კომენტარიც გააკეთა.

„მაკლარენში თავს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ვგრძნობდი. გული ყოველთვის მკარნახობდა, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოვქცეულიყავი.

ბოლო წლები იოლი არ ყოფილა, თუმცა მჯერა, რომ ერთობლივი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა.

მაკლარენს ყველანაირი ტექნიკური და ფინანსური რესურსი აქვს, რათა უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ“.

მომავალ სეზონში ალონსოს თანაგუნდელი ბელგიელი შტოფელ ვანდოორნი იქნება, რომლის პოზიციაც მაკლარენმა გასულ თვეში დაადასტურა.

ცხელი ამბები