Aa
Aa

ფერნანდო იერო: "როცა 15 წლის იყო, სპეციალურად მისი თამაშის სანახავად წავედი"

მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ და ყოფილმა კაპიტანმა ფერნანდო იერომ, ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ბლანკოსის“ ნახევარმცველ ისკოს შესახებ ისაუბრა.

იეროს განცხადებით, მან ისკოს თამაში 15 წლის ასაკში ნახა და მისით აღფრთოვანებული დარჩა.

„რთულია შევაფასო ფეხბურთელი, რომელსაც 15 წლიდან ვიცნობ. მისი თამაში ერთ-ერთ რეგიონალურ ტურნირზე ვნახე. მაშინ მითხრეს, რომ „ვალენსიას“ ძალიან ნიჭიერი მოთამაშე ჰყავდა და მეც სპეციალურად მისი თამაშის სანახავად გავემართე.

მის ასპარეზობას 10 წუთი ვუყურე და მივხვდი, რომ ეს საკმარისი იყო.

მას სათამაშო პრაქტიკა და ნდობა სჭირდება. უნდა იგრძნოს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“.

ისკო „ვალენსიას“ სკოლის აღზრდილია, თუმცა „ღამურების“ მთავარ გუნდში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა, შემდეგ კი „მალაგას“ მიაშურა.

ისკო 2013 წელს მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები