ტომას მიულერმა უნიკალური შედეგი დააფიქსირა!
Aa
Aa

ტომას მიულერმა უნიკალური შედეგი დააფიქსირა!

ჩემპიონთა ლიგაზე "სელტიკის" დამარცხების (3-0) შემდეგ, "ბაიერნის" გერმანელმა ფორვარდმა ტომას მიულერმა რეკორდი დაამყარა.

მიულერი გახდა პირველი გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 10 სეზონში გოლის გატანა მოახერხა.

28 წლის მიულერის დებიუტი "ბაიერნში" 2008 წელს შედგა და მას შემდეგ, იგი მიუნხენელთა ერთ-ერთი ლიდერია.

"რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში გერმანელი შემტევის ანგარიშზე 408 მატჩში, 163 გოლი და 135 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები