სასამართლომ ნეიმარი დამნაშავედ სცნო! ბრაზილიელს გადასახადების დამალვა დაუმტკიცდა
Aa
Aa

სასამართლომ ნეიმარი დამნაშავედ სცნო! ბრაზილიელს გადასახადების დამალვა დაუმტკიცდა

"პსჟ"-ს ლიდერი ნეიმარი გადასახადების დამალვის გამო ბრაზილიის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ფულადი ჯარიმა დააკისრა.

პარიზელთა ლიდერს 1,2 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. მართალია, ფეხბურთელის გარემოცვა ცდილობდა, რომ პროცესი დაებლოკა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ნეიმარის საქციელი არაკეთილსინდისიერი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ დაკისრებული ჯარიმა მხოლოდ ნეიმარზე არ ვრცელდება. პასუხისმგებლობა მის მშობლებსა და პლიუს სამ კომპანიასაც ეხება, რომლებიც ფეხბურთელის ფინანსურ საკითხებს განაგებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები