საჯარიმოში
Aa
Aa

საჯარიმოში "ჩაყენებული ავტობუსი" - პოლ სქოულზის საინტერესო ანალიზი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა, "წითელი ეშმაკების" მიერ "ენფილდზე" ნათამაშები უსახური ფრის შემდეგ საინტერესო ანალიზი გააკეთა.

"თუ, არ შეუტიე და გოლი არ გაიტანე, ისე თამაშს ვერ მოიგებ. ვერც ტიტულებს. თუმცა, აქ მეორე მხარეც გვაქვს - "ენფილდზე" გასვლა ადვილი არასდროსაა. მოურინიო ასეთი თამაშით შედეგს აღწევს. ეს ადრე არ მოხდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ის სტილი რასაც დღეს ჩვენ ვხედვათ ამართლებს. ჩემს დროს, რომ ასე გვეთამაშა, გუნდს თავის მართლება მოუწევდა, თუ რატომ ვიასპარეზეთ ამდენად უფერულად. თუმცა, დრო იცვლება. ახლა ამას ყურადღებას არავინ აქცევს. მოურინიოს დაცვაში ყველაფერი დალაგებული აქვს. "ლივერპულის" წინაარმდეგ ისინი დიდებულად მოქმედებდნენ, ყველა ზონა გადაკეტეს და სასურველი ქულაც აიღეს."

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" პრემიერლიგაში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერ "სიტის" ორი ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები