რა შეცვალა ჰაინკესმა
Aa
Aa

რა შეცვალა ჰაინკესმა "ბაიერნში"? ახალი წესები, რომელიც ყველამ მკაცრად უნდა დაიცვას!

მიუნხენის "ბაიერნს" იუპ ჰაინკესის მოსვლა უკვე დაეტყო. გერმანული გუნდი ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უახლოვდება და ძველებურ მრისხანებას იბრუნებს.

რა შეცვალა ჰაინკესმა? გერმანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს რამდენიმე წესი დაუდგინა, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. პირველ რიგში, მოთამაშეებს ეკრძალებათ ტელეფონის გამოყენება გასახდელში. მათ, ასევე პუნქტუალურობა და ზრდილობიანად მოქცევა ევალებათ. ეს ვრცელდება კლუბის მთელს პერსონალთან მიმართებაში. ტანსაცმლის გამოცვლის დროს, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, რომ საკუთარი კარადა მოაწესრიგონ. ის მუდამ დალაგებული უნდა იყოს.

ჰაინკესმა, ფიზმომზადების მწვრთნელთან შეთანხმების შემდეგ, გუნდს ორი ვარჯიში დაუმატა. ასე, რომ "ბაიერნი" ეტაპობრივად ძველ კალაპოტს დაუბრუნდება, რომელშიც 2013 წელს იყო და სეზონი ტრიპლეტითაც დაასრულა.

როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერს" მკაცრი გერმანული ხელის გარეშე ყოფნა არ შეუძლია. ეს გარდაუვალი რამაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები