ბეილი წასვლასთან ახლოსაა - უელსელს ახალი მსურველი გამოუჩნდა
Aa
Aa

ბეილი წასვლასთან ახლოსაა - უელსელს ახალი მსურველი გამოუჩნდა

გარეთ ბეილი მადრიდის "რეალის" დატოვებას სულ უფრო უახლოვდება.

როგორც ცნობილია, უელსელის ასპარეზობით ფლორენტინო პერესი უკმაყოფილოა და მისი გაყიდვის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

დღემდე პრესა ვარაუდობდა, რომ მადრიდის დატოვების შემთხვევაში ბეილი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდებოდა. ჟოზე მოურინიო მის შეძენას უკვე დიდი ხანია ითხოვს.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეილი შესაძლოა "ტოტენჰემში" დაბრუნდეს.

დიდი ალბათობით, "დეზებს" სეზონის ბოლოს ჰარი კეინთან, ან დელე ალისთან განშორება მოუწევთ. არც ის არის გამორიცხული, რომ ლონდონელებმა ორიუვე მათგანი დაკარგოს. გრანდების ინტერესი ძალიან დიდია. განსაკუთრებით კი "რეალი" აქტიურობს.

ამ ყველაფრის ფონზე, "ტოტენჰემი" არ აპირებს, რომ შემადგენლობა დაასუსტოს და "რეალს" ბეილის გამოსყიდვის თაობაზე წინადადებას უმზადებს.

მაურისიო პოჩეტინოს ხელში, ლონდონური გუნდი ნელ-ნელა სტაბილურობას იძენს და ყველა მეტოქისათვის ანგარიშგასაწევი ძალა ხდება. გუნდის ხელმძღვანელები კი მთავარი მწვრთნელისთვის ხელის შეშლას არ აპირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ტოტენჰემი" თავიანთ ლიდერებს ისე არ შეელევა, რომ მისი შემცვლელი არ დაიბევოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები