მაცდური წინადადება: ანჩელოტის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაძღოლას სთავაზობენ
Aa
Aa

მაცდური წინადადება: ანჩელოტის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაძღოლას სთავაზობენ

"ბაიერნიდან" კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტის ირგვლივ უამრავი ჭორი ვრცელდება.

დღეს კი საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც შესაძლოა, ანჩელოტიმ ხორვატიის ნაკრები ჩაიბაროს.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია იტალიელს, მუშაობას მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის დროს სთხოვს. თუ, ხორვატები საბერძნეთს პლეი-ოფიდან გააგდებენ და მუნდიალის საგზურს მოიპოვებენ, ამ შემთხვევაში ანჩელოტი შემოთავაზებას მიიღებს.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ იტალიელი მწვრთნელი მათი ნაკრების სათამაშო სტილს იდეალურად ერგება.

საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც რამდენიმე კვირის წინ ანჩელოტიმ განაცხადა, ის მუშაობის განახლებას ზაფხულიდან გეგმავს და აი, ერთ-ერთი ყველაზე მაცდური წინადადებაც. კარლოს სანაკრებო დონეზე ხილვა ძალიან საინტერესო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები