ვალვერდემ რონალდოს კბილი გაჰკრა
Aa
Aa

ვალვერდემ რონალდოს კბილი გაჰკრა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ, მედიასთან საუბრისას უხერხულ კითხვას თავი ვერ აარიდა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევს იგი ოქროს ბურთის ფავორიტად, რაზეც ბასკმა სპეციალისტმა შემდეგი უპასუხა: "ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინც არის საუკეთესო. ეს ეჭვგარეშეა. ტიტულების რაოდენობა მთავარი კრიტერიუმი არ არის. ერთით მეტი, თუ ნაკლები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ოქროს მედლები, ვერცხლის, ბრინჯაოს რა აზრი აქვს, ყველაფერი ისედაც ნათელია, სხვაობა აშკარაა, საუკეთესო მოთამაშე უდაოდ მესია და ამას ვერაფერი შეცვლის."

როგორც ხედავთ, კატალონიელთა თავკაცის კომენტარი საკმაოდ მკაფიო და პირდაპირი იყო. ვალვერდეს კომენტარიდანაც ჩანს და ისედაც აღსანიშნავია, რომ წელს ფავორიტი რონალდუა.

ოქროს ბურთის კრიტერიუმებში, მთავარ როლს უკვე დიდი ხანია ტიტულები თამაშობს. ამ სეზონში რონალდუ უდაო ფავორიტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები