ფლორენტინო პერესმა
Aa
Aa

ფლორენტინო პერესმა "ბარსას" ლა ლიგიდან შესაძლო გასვლაზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში ლა ლიგიდან "ბარსელონას" შესაძლო გასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"არსებობს საკითხები, რომლებსაც სერიოზულად არ განვიხილავ. ესპანეთს - კატალონიის და ლა ლიგას "ბარსელონას" გარეშე ვერ ვხედავ. ამიტომ, ამ თემებზე არც კი ვფიქრობ. ამიტომ, თქვენს შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ესპანეთის ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელები უნდა გამოდიოდნენ. მე, ყველაფერს ასე ვხედავ. ეროვნულ გუნდში პოზიტიური ატმოსფერო შენარჩუნდა. ბოლო მატჩებში ეს შესამჩნევი იყო".

შეგახსენებთ, რომ კატალონიის რეგიონის დამოუკიდებლობის შემთხვევაში "ბარსა" ლა ლიგიდან გასვლას არ გეგმავს, რადგან ასეთ შემთხვევაში "ბლაუგრანა" გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები