ვიტსელის სურვილი
Aa
Aa

ვიტსელის სურვილი "მილანში" თამაშია

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ნახევარმცველის, აქსელ ვიტსელის აგენტმა, რიკარდო ნაპოლიტანომ მისი კლიენტის "მილანში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

„იუვენტუსი“ ვიტსელის შეძენით არ არის დაინტერესებული. ამ დროისთვის ყველაზე მეტად „მილანი“ აქტიურობს, რამაც შედეგი გამოიღო. ჩვენ „როსონერისთან“ შეთანხმებას მივაღწიეთ. ვიტსელის სურვილს, ევროპის 7 გზის ჩემპიონთა რიგებში თამაში წარმოადგენს. იტალიელები მხოლოდ „ზენიტის“ ხელმძღვანელობასთან ვერ თანხმდებიან, რადგან „მილანი“ 20 მილიონს იხდის, სანკტ-პეტერბურგელებს კი 30 მილიონი ევროს მიღება სურთ" - განაცხადა რიკარდო ნაპოლიტანომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები