ზიდანი გაცხარებულია:
Aa
Aa

ზიდანი გაცხარებულია: "ბენზემას უნდა გაეტანა!"

"ტოტენჰემთან" ნათამაშები ფრის (1-1) შემდეგ, ზინედინ ზიდანმა პრესასთან კომენტარი გააკეთა და კარიმ ბენზემა საჯაროდ გააკრიტიკა.

"ჩვენ შედეგით კმაყოფილები არ ვართ. "რეალი" საკუთარ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის. კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ობიექტურია. ბენზემას უნდა გაეტანა! განსაკუთრებით, მოდრიჩის ჩაწოდების შემდეგ შექმნილი მომენტის დროს. ლორისი, ასეთ დარტყმულებს 10-დან ერთჯერ იგერიებს".

შეგახსენებთ, რომ H ჯგუფში ორხელისუფლიანობაა. "რეალი" და "ტოტენჰემი" 7-7 ქულით ლიდერობენ. "დორტმუნდს" კი 1 ქულა აქვს და დიდი ალბათობით ჯგუფიდან გასვლას ვეღარ მოახერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები