კონფლიქტი გაგრძელდა! კავანი:
Aa
Aa

კონფლიქტი გაგრძელდა! კავანი: "მეგობრობა აუცილებელი არ არის, რომ..."

კავანისა და ნეიმარს შორის, რამდენიმე კვირის წინ დასრულებული კონფლიქტი, შესაძლოა კვლავ აქტუალური გახდეს.

"პსჟ"-ს ურუგვაელმა ფორვარდმა SFR-სთან საუბრისას მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"ეს შემთხვევა უკვე წარსულია. ფეხბურთში ასეთი ფაქტები ხდება ხოლმე". გამოსავალი უნდა ვიპოვოთ და გუნდში ერთად ვიმუშავოთ. მეგობრობა აუცილებელი არ არის, რომ კარგ თანაგუნდელებად დავრჩეთ. აქ პროფესიონალიზმია საჭირო, ყველას თავისი შეხედულება და ცხოვრება აქვს. პენალტის თაობაზე ემერის გადაწყვეტილება არ ვიცი. ყველაფერს ის გაარკვევს. როგორც მწვრთნელი იტყვის, ისე იქნება".

როგორც ჩანს, კავანისა და ნეიმარის შერიგება მოჩვენებითი იყო. პრესა იმასაც წერს, რომ ურუგვაელი ფორვარდი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები