Aa
Aa

"პსჟ"-ს მორიგი დიდი სამიზნე - ამჯერად მწვრთნელი!

როგორც ჩანს, "პსჟ" საფეხბურთო სამყაროს გაოცებას მომავალშიც გააგრძელებს.

ნეიმარისა და მბაპეს შეძენის შემდეგ, პარიზელებს მწვრთნელიც მათსავით ვარსკვლავური სურთ.

The Sun-ის ინფორმაციით, ნასერ ალ ხელაიფი ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს და ზაფხულში მისთვის წინადადებასაც ამზადებს.

თუ, წლევანდელ სეზონში უნაი ემერი გუნდს მინიმუმ ნახევარფინალში არ გაიყვანს და პარიზელები ევროპის მასშტაბით ფავორიტთა სიაში არ იქნებიან, ხელაიფი ბასკ სპეციალისტს თანამდებობას დაატოვებინებს.

რაც შეეხება მოურინიოს, მას "წითელ ეშმაკებთან" ხელშეკრულება სამი წლით აკავშირებს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, "განსაკუთრებულმა" განაცხადა, რომ "მანჩესტერში" დიდი ხნით დარჩენას არ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები