თუ კეინი არ გამოვა... -
Aa
Aa

თუ კეინი არ გამოვა... - "რეალმა" "მანჩესტერის" ფორვარდი შეიგულა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თუკი მადრიდის "რეალს" "ტოტენჰემიდან" ჰარი კეინის ტრანსფერი არ გამოუვა, იგი მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა შემტევ მარკუს რაშფორდის ტრანსფერზე დაიწყებს.

მადრიდული გრანდი კეინის დამატებას ზაფხულში ეცდება და ის "სამეფო კლუბის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტი იქნება, თუმცა ფლორენტინო პერესს, რაშფორდის კანდიდატურაც მოსწონს და არც მისი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მისვლაა გამორიცხული.

როგორც ირკვევა, "რეალს" რაშფორდთან დაკავშირებით, კრიშტიანუ რონალდუს იმედიც აქვს, რომელიც "იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან კარგ დამოკიდებულებაშია, რაც შეიძლება სატრანსფერო მოლაპარაკებებზეც აისახოს.

ერთი სიტყვით, ზაფხულში ძალიან "ცხელი" ამბები გველის და როგორც ამ გადმოსახედიდან ჩანს, "ბლანკოსი" აქტიურობას, მეტწილად, ინგლისურ ბაზარზე აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები