Aa
Aa

"ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა!

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, "ლივერპულმა" "მარიბორი" სტუმრად 7-0 გაანადგურა და ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ამ მოგების შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდი ტურნირზე რეკორდის ავტორი გახდა. "მერსისაიდელებმა" გასვლით შეხვედრაში, ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვეს. აქამდე 7 ბურთიანი ფორით მასპინძელ გუნდს არასდროს ჰქონდა წაგებული.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ "ლივერპული" ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული საშინაო გამარჯვების რეკორდსმენიცაა. "წითლებმა" 2007/2008 წლების სეზონში, "ენფილდზე" "ბეშიქთაში" 8-0 დაამარცხეს.

E ჯგუფს 5-5 ქულით "მერსისაიდელები" და მოსკოვის "სპარტაკი" ლიდერობენ. "სევილია" კი 4 ქულით მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები