Aa
Aa

"ლესტერმა" შექსპირი დაითხოვა და სიურპრიზს ამზადებს

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის შემდეგ, "ლესტერმა" შინ "ვესტ ბრომვიჩთან" ფრედ 1-1 ითამაშა, რაც გუნდის პრეზიდენტისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და მთავარი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი თანამდებობიდან დაითხოვა.

"მელიბმა" წლევანდელი სეზონი უფერულად დაიწყეს. მათ 8 ტურის შემდეგ, მხოლოდ 6 ქულა აქვთ და მე-18 პოზიციაზე იმყოფებიან.

რამდენიმე საატის წინ კი The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ლესტერი" მთავარი მწვრთნელის პოსტსზე კარლო ანჩელოტის მოიაზრებს და იტალიელი სპეცილაისტისთვის წინადადებასაც ამზადებენ.

როგორც თავად ანჩელოტიმ განაცხადა, იგი ზაფხულამდე დასვენებას გეგმავს და ზამთარში შემოთავაზებების განხილვას არ აპირებს. თავის მხრივ, "მელიებს" იმედი აქვთ, რომ იტალიელის დარწმუნებას მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ კრეიგ შექსპირი "ლესტერს" სათავეში გასული სეზონის მეორე წრეში გადაყენებული კლაუდიო რანიერის ნაცვლად ჩაუდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები