მორიგი ბონუსი ნეიმარს - თუ, ბრაზილიელი ოქროს ბურთს მოიგებს...
Aa
Aa

მორიგი ბონუსი ნეიმარს - თუ, ბრაზილიელი ოქროს ბურთს მოიგებს...

როგორც ჩანს, ნეიმარის ბონუსებს ბოლო არ უჩანს. ბრაზილიელი ფეხბურთელი "პსჟ"-სგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალ ანაზღაურებას იღებს.

LeParisien-ის ცნობით, „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში 3 მილიონ ევროს მიიღებს. ეს ყოველ ჯერზე მოხდება, როცა ნეიმარი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგებას მოახერხებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბონუსი ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც არის დაწესებული და იგი 1 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ბრაზილიელს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მისი წლიური ანაზღაურება 37 მილიონ ევროზე მეტია და იგი ამ მაჩვენებლით, ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები