პოჩეტინომ
Aa
Aa

პოჩეტინომ "რეალთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის წინ, „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „რეალთან“ ხვალ გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„კრიშტიანო რონალდუ „რეალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მაგრამ, რეალს შემადგენლობაში ბევრი სხვა მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს. ამ ყველაფერს ჩინებული მთავარი მწვრთნელი ემატება და ვღებულობთ ფანტასტიკურ გუნდს. ჩვენ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ.“

შეგახსენებთ, რომ H ჯგუფს 6-6 ქულით სწორედ „რეალი“ და „ტოტენჰემი“ ლიდერობენ.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები