რონალდინიო:
Aa
Aa

რონალდინიო: "რატომ დავტოვე ბარსა?" გაუჩომ გულახდილად ისაუბრა

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ათიანმა რონალდინიომ, პრესასთან საუბრისას კლუბიდან მისი წასვლის მომენტი გაიხსენადა ყველაფერზე ღიად ისაუბრა.

„რატომ დავტოვე "ბარსა"? გუნდთან ერთად ყველაფერი მოვიგე და გადავწყვიტე, რომ გუნდი დამეტოვებინა. ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. პრობლემა მწვრთნელი არ ყოფილა. გვარდიოლასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის ვერსია, რომ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემს ნაბიჯს არ ვნანობ. „ატლეტიკო მინეიროსთან“, „ფლამენგოსთან“ და „კარეტაროსთან“ ერთად შესანიშნავი მატჩები ჩავატარე და დაუვიწყარი დრო გავატარე."

შეგახსენებთ, რომ გაუჩო კატალონიელთა მაისურით 2003-2008 წლებში ასპარეზობდა. მისი დამსახურებით "ბარსამ" 2-ჯერ ლა ლიგისა და ერთჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. მის ანგარიშზე 198 შეხვედრაში 91 გოლი და 52 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები