თუ, კეინი ვერა...
Aa
Aa

თუ, კეინი ვერა... "რეალს" მორიგი სუპერსამიზნე ჰყავს!

ფლორენტინო პერესის საზაფხულო გეგმების შესახებ პრესა აქტიურად წერს.

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს მეგატრანსფერის განხორციელება სურს და ამისათვის თავისი ფინანსური შესაძლებლობების გამოყენებას გეგმავს.

როგორც ცნობილია, "ბლანკოსის" მთავარი სამიზნე "ტოტენჰემის" ლიდერი ჰარი კეინია, რომლის სანაცვლოდ მადრიდელები, დაახლოებით 200 მილიონის გადახდას გეგმავენ.

პრესა ვარაუდობს, რომ სეზონის ბოლოს "თეთრებს" კარიმ ბენზემა დატოვებს, რომლის ადგილსაც გუნდის ახალწვეული დაიკავებს.

დღეს, ინგლისურ პრესაში გავრცელდა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პერესი სათადარიგო გეგმასაც განიხილავს. თუ, "რეალი" კეინს ვერ გადმოიბირებს, ამ შემთხვევაში ისინი "მანჩესტერ იუნაიტედის" 19 წლის შემტევის მარკუს რაშფორდის ვარიანტზე გადაერთვებიან.

ახალგაზრდა ინგლისელი ფორვარდის ხელში ჩაგდება ნებისმიერ გუნდს ძალინ გაუჭირდება. ამის მიზეზი მარტივია - რაშფორდი "წითელი ეშმაკების" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდსაც ჩინებულად შეეწყო.

2016 წლიდან, მარკუსმა "იუნაიტედის" მაისურით 83 შეხვედრა ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები